კატალონიური ბარსელონას ფეხბურთელს, ჟერარ პიკეს და მის მეუღლეს, ცნობილ კოლუმბიელ მომღერალს, შაკირას უცნობი პირი დაუკავშირდა და ინტიმური ვიდეოს გავრცელებით დაემუქრა, რომელზეც წყვილის სექსუალური აქტია ასახული. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Dariovasco.com იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, შანტაჟისტი ცოლ-ქმარს სოლიდურ თანხას სთხოვს. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, თუმცა მათ ორი ბავშვი ჰყავთ.