2013 წლის 30 ნოემბერს ევრომაიდნის დარბევის განკარგულება ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გასცა. ამ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების განმარტებით, დემონსტრანტთა დარბევა მან შს მინისტრს, ვიტალი ზახარჩენკოსა და უშიშროების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს, ანდრეი კლიუევს დაავალა. მათ კი, თავის მხრივ, განკარგულების აღსრულება კიევის მილიციის უფროსს, ვალერი კორიაკსა და უეს-ს უფროსის მოადგილეს, ვლადიმერ სივკევიჩს მიანდეს. იანუკოვიჩის კარიერა სწორედ ევრომაიდნის დარბევას ემსხვერპლა. ის უკრაინიდან 2014 წლის 23 თებერვალს გაიქცა.