ბელარუსის პრეზიდენტი ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად მზადაა. ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ პიტერ დოლმანოსთან შეხვედრისას განაცხადა. მანამდე მინსკმა სსფ-ს საერთაშორისო რეზერვების შესავსებად 3 მილიარდი დოლარი სთხოვა. მისიამ ბელარუსში მუშაობა ნოემბრის დასაწყისში დაიწყო.