საფრანგეთის ხელისუფლება ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 სტატიის ამოქმედებას მოითხოვს. განცხადებას ამის შესახებ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი დღეს, ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთებს.
ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 სტატიის თანახმად კი, "თუ წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, გაეროს წესდების 51-ე სტატიის შესაბამისად, დახმარება და მხარდაჭერა ყველა შესაძლო საშუალებით გაუწიონ".
პარიზში, 13 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტების სერიას 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი. პასუხისმგებლობა მომხდარზე დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.