საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი შეცდომით გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, სალეჰ აბდესლამი, ტრაგიკული მოვლენებიდან რამდენიმე საათში, ბელგიის საზღვართან, ორ ადამიანთან ერთად დააკავა, თუმცა, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სალეჰ აბდესლამის მიერ დაქირავებული Volkswagen Polo-თი ტერორისტები გადაადგილდებოდნენ. სალეჰის ძმა - იბრაჰიმი კი ერთ-ერთი იყო იმ ტერორისტთაგან, რომელიც „ბატაკლანის“ დარბაზში შეიჭრა და თავი აიფეთქა. მეორე ძმა, კი პოლიციამ დააკავა.
ტერაქტების სერია პარიზში 13 ნოემბერს განხორციელდა. ოფიციალური ცნობით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი.