ეგვიპტეში რუსეთის თვითმფრინავის - А321-ის მიმართ ტერაქტი განხორციელდა. ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენი სპეციალისტების შეფასებით, თვითმფრინავის ბორტზე, ფრენის პროცესში ამუშავდა 1 კგ ტროტილის ეკვივალენტის თვითნაკეთი აფსაფეთქებელი მოწყობილობა, რის შედეგადაც მოხდა თვითმფრინავის ჰაერში „გახლეჩა“, სწორედ ამით აიხსნება, თვითმფრინავის ნაწილების დიდ ტერიტორიაზე მიმოფანტვა“, - განაცხადა პორტნიკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ სისხლიანი დანაშაულის ჩამდენი ყვლეა პირი გამოვლინდება და მკაცრად დაისჯება.
უნდა აღინიშნოს, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ორჯერ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ეგვიპტეში რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხიმგებლობა აიღო.
31 ოქტომბერს ეგვიპტეში რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი.