რუსეთი უკრაინის დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე დათანხმდება, თუკი მას თავდებში აშშ, ევროკავშირი ან რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ჩაუდგება, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა რუსეთმა უკრაინას მიმდინარე წელს დავალიანების ნაწილის გადახდა საერთოდ არ მოსთხოვოს.
,,ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს საერთოდ არ მოვთხოვოთ უკრაინას დავალიანების გადახდა, მომავალ წელს მხოლოდ მილიარდი მოვთხოვოთ და ა.შ. რადგან აშშ, ევროკავშირი, ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები დარწმუნებული არიან უკრაინის აღორძინებაში, რომელიმე მათგანი თავდებში უნდა ჩაუდგეს ამ ქვეყანას. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დავალიანების რესტრუქტურიზაციას მოვახდენთ ძალიან კარგი პირობებით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, უკრაინას რუსეთის მიმართ 5 მილიარდამდე დავალიანება გააჩნია. „გაზპრომი“ აცხადებენ, რომ მომავალში, უკრაინამ წინასწარ უნდა გადაუხადოს გაზის საფასური.