ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აზერბაიჯანმა საკუთარი მოქალაქე დააკავა, რომელიც ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად სირიაში გადასვლას ცდილობდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ფაქტის გარდა, ათეულობით საეჭვო პირის შემოსვლა იქნა აღკვეთილი, მათ შორის, აფრიკული და არაბული ქვეყნებიდან.