პარიზში მოულოდნელი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩავიდა. ჯონ ქერიმ ბრიფინგი ამერიკის საელჩოში გამართა და პარიზის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. სახელმსიფო მდივანმა ისლამური სახელმწიფოს ქმედებები დაგმო და ღიად განაცხადა, რომ ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად პარიზში დაგეგმილი სამიტი კლიმატური ცვლილებების შესახებ მაინც გაიმართება. დღეს ქერი საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდება.