საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ერთ-ერთი ტერორისტის თავშესაფარი აღმოაჩინეს. საუბარია იბრაჰიმ აბდესალამზე, რომელიც თავს პარიზის გარეუბანში, სენ-დენის დასახლებაში მდებარე სახლს აფარებდა. ბინის ჩხრეკისას პოლიციამ სმარტფონები და ნოუთბუკები ამოიღეს. წინასწარი ვერსიით, კონსპირაციულ ბინაში მისი თანამზრახველები იკრიბებოდნენ და ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.