ისლამური სახელმწიფო განადგურდება. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფრანსუა ოლანდის თქმით, პარიზის ტერაქტების შემდეგ ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება და ისლამისტთა წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
უახლოეს დრეებში საფრანგეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო გემ “შარლ დე გოლს” გაგზავნის, რათა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანია გაძლიერდეს.
ოლანდმა პარლამენტს 3 თვით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ინიციატივითაც მიმართა.