„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები კოორდინაციისა და ურთიერთობებისთვის მესინჯერ Telegram-ს იყენებენ. სოციალური ქსელები წარმოადგენს ISIS-ის ბოევიკების ძირითად ინსტრუმენს მომხრეების გადაბირებისა და საქმიანობის კოორდინაციისთვის.
პირველ ეტაპზე ბოევიკები რეგისტრაციას „ტვიტერში“ გადიოდნენ და მისი მეშვეობით ურთიერთობდნენ, თუმცა რესურსის ადმინისტრაციამ მოახდინა მათი სრული ბლოკირება. ამიტომაც, ბოლო პერიოდში ჯიჰადის მიდევრები, ძირითადად, Telegram-ით სარგებლობენ, რომელიც შესაძლებლობას იძლევა შეტყობინებები გაუგზავნოს შეუზღუდავი რაოდენობის ხელმომწერებს.
ამ ინფორმაციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოწივია. გაჟღერდა ინიციატივა რუსეთის ტერიტორიაზე Telegram-ის სერვისის ბლოკირების შესახებ.
აღნიშნულის საპასუხოდ Telegram-ის შემქნელმა პაველ დუროვმა სოციალურ ქსელ „ვკონტაქტე“-ს, საკუთარ გვერდზე, ირონიის შემცველი ტექსტი დაწერა: „ გთავაზობთ ავკრძალოთ სიტყვა. არის ინფორმაცია, რომ მისი მეშვეობით ურთიერთობენ ტერორისტები“.
დუმის საკონსტიტუციო კომიტეტის პირველმა მოადგილემ ალექსანდრ აგეევმა რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბორტნიკოვს თხოვნით მიმართა: თუ დადასტურდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მესინჯერს იყენებენ რუსეთში აკრძალული ექსტრემისტული დაჯგუფების - „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები, შეიზღუდოს რუსეთის მოქალაქეების წვდომა Telegram-ზე.
ამ ინიციტივის საპასუხოდ, რუსეთის კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების მინისტრმა ნიკოლაი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ, Telegram-ის ბლოკირების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ბლოკირება არაფერს მოგვცემს. ტერორისტები მაშინვე გადავლენ კომუნიკაციის სხვა ტექნოლოგიებზე. ჩვენ ბლოკირება კი არ უნდა მოვახდინოთ, არამედ გამოვავლინოთ და განვახორციელოთ იმათი დევნა, ვინც მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩადის“, - განაცხდა მინისტრმა.
მისივე თქმით, თუ ინფორმაციის გაცვლის ყველა პროგრამის ბლოკირება მოხდება, მაშინ მთლიანად ინტერნეტიც უნდა დაიბლოკოს, „მობილურ ტელეფონებში კი მხოლოდ ხმოვანი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები დარჩეს“.
დასავლიურ მედიაში არაერთი პუბლიკაცია გამოჩნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ Telegram-ს რუსეთის სპეცსამსახურები სრულად აკონტროლებენ და არა მხოლოდ ბოევიკების, არამედ სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისა თუ მათთვის საინტერესო პირების მიმოწერას „პირდაპირ ეთერში“ ეცნობიან.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში Telegram-ს აქტიურად იყენებენ საქართველოშიც, განსაკუთრებით პოლიტიკოსები.