ქართული ღვინის კომპანიები ამერიკის ბაზარზე ერთიანი ლოგოთი შევლენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთიანი ეტიკეტის შერჩევაზე ივლისში ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს. ამ ეტაზპე მხოლოდ ისა ცნობილი, რომ ლოგო საქართველოს დროშის ფერებში იქნება.
სამტრესტის ხელმძღვანელის ვასილ მანაგაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიება ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით დაიგეგმა და არა თითოეული კომპანიის პოპულარიზაციისთვის.
"მწარმოებლები ერთი სლოგანის, ერთი ლოგოს და ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანდებიან. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დღეს ამერიკაში ექსპორტირებული ღვინო ძირითადად ემიგრანტ მომხმარებელზეა გათვლილი. ამერიკელ მომხმარებლადმდე კი, ჯერ-ჯერობით ჩვენი პროდუქტი ვერ მიგვაქვს~, - განაცხადა მანაგაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ კი, ქართულ ღვინოს ამერიკელი მომხმარებელიც გაუჩნდება.
საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამერიკის მთავრობა ქართული ღვინის ფალსიფიკაციისგან დასაცავად გარკვეულ ზომებს გაატარებს.
ქართული კომპანიები ერთი ქოლგის ქვეშ შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვისაც გაერთიანდეს. თუმცა, გადაწყვეტილება ამის შესახებ მომავალ კვირაში მიიღება.