სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით დასაძლევად დასავლეთი რუსეთთან კომპრომისისთვის მზად არის. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რადიო BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება, ტერორისტული საფრთხეების შეფასების მხრივ ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. პარიზში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ ბოროტებასთან ბრძოლაში ძალები უნდა გავაერთიანოთ,“-აღნიშმა ქემერონმა.