პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს ოფიციალური კიევიც ეხმაურება. საგანგებო განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. არსენი იაცენიუკის თქმით, გლობალური ტერორიზმის სტიმულირებას რუსეთი ახდენს. „იმ ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფამ, რომელმაც ბირთვულ იარაღზე უარი თქვა, ყირიმის ანექსიამ და დონბასის ოკუპაციამ გლობალურ ტერორიზმს სტიმული მისცა. 2014 წელს უკრაინა რუსული იმპერიალიზმისა და ტერორის პირისპირ აღმოჩნდა. ქვეყანა ამ დრომდე ომის მდგომარეობაში იმყოფება,“-აღნიაშნა იაცენიუკმა.