ლიბანის პოლიციამ ბეირუთის ტერაქტების განხორციელებაში ეჭვმიტანილები დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებულია 9 ეჭვმიტანილი. მათ ლიბანის უშიშროების სამსახური დაკითხავს. მასშტაბური ტერორისტული აქტები ქვეყნის დედაქალაქ ბეირუთში 12 ნოემბერს განხორციელდა, რასაც 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა.