საფრანგეთის პოლიციამ ერთ-ერთი ტერორისტის ოჯახის წევრები დააპატიმრა. ამის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია პარიზიდან 130 კილომეტრში მდებარე ქალაქ რომიი-სიურ-სენში ჩატარდა. დაკავებულია ეჭვმიტანილის მამა და ძმა. სხვა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება.