საფრანგეთის ავიაკომპანია Air France KLM-ის თვითმფრინავმა ამსტერდამის შიპოლის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა.
ნიდერლანდების ხელისუფლების განცხადებით, მათ აღნიშნულ რეისთან დაკავშირებით მიიღეს მუქარის შეტყობინება.
პოლიცია ერთ საათზე მეტია თვითმფრინავის შემოწმებას აწარმოებს.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოაცხადა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ღონისძიებების შესახებ.