საფრანგეთმა უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები შემოიღო, - ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა ბერნარ კაზნიოვმა განაცხადა. კერძოდ, გაძლიერდება სასაზღვრო კონტროლი, გამკაცრდება შემოწმებები გზებზე, მატარებლებსა და აეროპორტებში. ქუჩებში პატრულირებისთვის დამატებით გამოყოფილია 1000 სამხედრო მოსამსახურე, 250 პოლიციელი და ტეროროზმთან მებრძოლი ოქი ქვედანაყოფი.
იანვარში Charlie Hebdo-ზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთმა პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, რომლებიც ქუჩებში პატრულირებას ახდენენ 30 ათასამდე გაზარდა. მინისტრის განცხადებით, პრეფექტურებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უფლება მიეცათ დამოუკიდებლად შემოიღონ კომენდანტის საათი. ხუთშაბათამდე ქვეყანაში აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრებები. სპეციალურ განკარგულებამდე დამთვალიერებლები ვერ შეძლებენ ეიფელის კოშკზე ასვლას.
შეგახსენებთ, რომ წუხელ პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 128 ადამიანი, დაჭრილია 250, რომელთაგან 98 კრიტიკულ მდგომარეობაშია.