პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო საფრანგეთს თანაგრძნობა სირიის მოქმედმა პრეზიდენტმაც გამოუცხადა. ბაშარ ასადმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა და პარალელი სირიაში შექმნილ ვითარებასთან გაავლო. „საფრანგეთში გუშინ მოხდა ის, რაც სირიაში უკვე 5 წელია, ხდება,“-აღნიშნა სირიის ლიდერმა. მასშტაბური ტერორისტული აქტები საფრანგეთის დედაქალაქში გუშინ განხორციელდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 128 ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.