სამხრეთ კორეის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. პროფკავშირებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში მონაწილეობას ათობით ათასი ადამიანი იღებს. ისინი შრომისა და სოფლის მეურნეობის რეფორმას აპროტესტებენ, რაც დამსაქმებლებს კადრების შემცირებაში შეუწყობს ხელს. 2008 წლის შემდეგ ეს სეულში გამართული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა.