პარიზში სპორტული ღონისძიებები შეაჩერეს და დისნეილენდი დაკეტეს. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, შეზღუდვები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ხელიწუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთის დედაქალაქში მასშტაბური ტერორისტული აქტები განხორციელდა. თავდასხმებს, ბოლო მონაცემებით, 128 ადამიანი ემსხვერპლა, 180-დე კი დაშავდა.