პარიზის პროკურატურამ ტერაქტების გამოძიება დაიწყო. ქალაქის მთავარი პროკურორის, ფრანსუა მოლენსის განცხადებით, საქმე 6 შემთხვევასთან დაკავშირებით აღიძრა, რასაც ჯამში 120-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პროკურატურის მონაცემებით, დაღუპულია 8 თავდამსხმელიც. 7 მათგანი თვითმკვლელი ტერორისტია. ამ დროისათვის ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პარიზის მცხოვრებლებს სახლებიდან გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ქალაქის სხვადასხვა რაიონში დამატებით 1500 სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნა.