საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მზად იყვნენ ექსტრემალური ვითარებებისთვის.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები. ამ დროისთვის გაჩერებულია პარიზის მეტროც.
სამართალდამცავები მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
პარიზში ტერორისტების შეტევას 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია 50 მძევალი. მოკლულია 2 ტერორისტი, ერთი თავდამსხმელის ცოცხლად აყავანა მოხერხდა.
თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, თეატრში 100-მდე მძევალია მოკლული.
ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მგომარეობა. გამკაცრებულია საპასპორტო კონტროლი. პარიზში არ მუშობს სასწავლო დაწესებულებები. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დარჩნენ სახლებში.
პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
„ეს არის ვენდეტა სირიის გამო. ეს არის საფრანგეთის 11 სექტემბერი“, - განაცხადა „ისლამურმა სახელმწიფომ“, იტყობინება Sky Tg24
დასტურდება, რიმ აფეთქებები სტად დე ფრანსის სტადიონთან, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრები გუნდები, თვითმკვლელებმა განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მატჩს ესწრებოდა საგრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.
რესტორანში Petit Cambodge შეიარაღებულმა პირმა გახსნა ცეცხლი.
სროლები ისმოდა ბატაკლანის თეატრთან, ხოლო თეატრში ტერორისტებმა აიყვანეს 100-მდე მძევალი. თეატრში სროლა დაიწო როკ ჯგუფ Eagles of Death Metal-ის კონცერტის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ.
საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტები დაგმეს მსოფლიოს ლიდრებმა.