პარიზში ტერორისტების შეტევას 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი iTele ავრცელებს.
ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია 50 მძევალი. მოკლულია 2 ტერორისტი, ერთი თავდამსხმელის ცოცხლად აყავანა მოხერხდა.
თეატრზე შტურმის შედეგად თავდამსხმელთა ლიკვიდაცია საპრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა.
თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, თეატრში 100-მდე მძევალია მოკლული.
ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მგომარეობა. გამკაცრებულია საპასპორტო კონტროლი. ხვალ პარიზში არიმუშავებს სასწავლო დაწესებულებები. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დარჩნენ სახლებში.
პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
„ეს არის ვენდეტა სირიის გამო. ეს არის საფრანგეთის 11 სექტემბერი“, - განაცხადა „ისლამურმა სახელმწიფომ“, იტყობინება Sky Tg24
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერორიტების შეტევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
AFP-ის და BBC სამი აფეთქება მოხდა სტად დე ფრანსის სტადიონთან, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრები გუნდები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მატჩს ესწრებოდა საგრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.
რესტორანში Petit Cambodge შეიარაღებულმა პირმ გახსნა ცეცხლი.
სროლები ისმოდა ბატაკლანის თეატრთან, ხოლო თეატრში ტერორისტებმა აიყვანეს 100-მდე მძევალი. თეატრში სროლა დაიწო როკ ჯგუფ Eagles of Death Metal-ის კონცერტის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ.