პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
„ეს არის ვენდეტა სირიის გამო. ეს არის საფრანგეთის 11 სექტემბერი“, - განაცხადა „ისლამურმა სახელმწიფომ“, იტყობინება Sky Tg24
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტერორიტების შეტევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი.
AFP-ის და BBC სამი აფეთქება მოხდა სტად დე ფრანსის სტადიონთან, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრები გუნდები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მატჩს ესწრებოდა საგრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.
რესტორანში Petit Cambodge შეიარაღებულმა პირმ გახსნა ცეცხლი.
სროლები ისმოდა ბატაკლანის თეატრთან, ხოლო თეატრში ტერორისტებმა აიყვანეს 100-მდე მძევალი. თეატრში სროლა დაიწო როკ ჯგუფ Eagles of Death Metal-ის კონცერტის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანაში დაიკეტა საზღვრები.