ბრიტანეთის ქალაქ ჰასტინგსში მხატვარ მარკუს ჰარვის პერსონალური გამოფენა გაიმართება. Jerwood-ის გალერეაში სკანდალურ ექსპონატს, მარგარეტ ტეტჩერის შიშველ სკულპტურას გამოიტანენ. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღორებთან ერთად შიშველი წევს. ცნობილ მხატვარს და მოქანდაკეს არასდროს დაუმალავს, რომ ტეტჩერის პოლიტიკა არასდროს მოსწონდა.