ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „სარლი ებდომ“ ეგვიპტის ავიაკატასტროფის თემაზე ახალი კარიკატურები გამოაქვეყნა. ამჯერად კარიკატურები პორნოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს. ჟურნალის გარეკანზე ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავია ასახული, რომლის კუდშიც რაკეტაა შერჭობილი. ნახატს შემდეგი შინაარსის წარწერა აქვს: „თვითმფრინავის ჩამოვარდნა სინაიზე. როგორც იქნა, პორნო!“ ავიაკატასტროფის თემაზე ჟურნალმა კარიკატურები გასულ კვირასაც გამოაქვეყნა, რასაც მოსკოვის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.