უკრაინის უმაღლესმა რადამ შრომით კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებები სამუშაო ადგილებზე ყველა სახის, მათ შორის, სექსუალურ დისკრიმინაციასაც კრძალავს. კანონპროექტს მხარი 234-მა დეპუტატმა დაუჭირა. მანამდე საკითხი კენჭისყრაზე რამდენჯერმე გავიდა, თუმცა კანონპროექტის მიღების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.