უზბეკეთის ხელისუფლებამ ცნობილი დისიდენტი მუროდ ჯურაევი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მსჯავრდებულმა ციხეში 21 წელი გაატარა. პარლამენტის ყოფილი წევრი ჯურაევი ყაზახეთში 1994 წელს დააპატიმრეს, რის შემდეგაც უზბეკეთში მისი ექსტრადიცია განხორციელდა. მას ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დასდეს.