მექსიკის პოლიციამ ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევა აღკვეთა. მასშტაბური სპეცოპერაცია ტაპაჩულას რაიონში ჩატარდა, სადაც 50-ზე მეტ ბავშვს ყავის პლანტაციებში ამუშავებდნენ და კილოგრამი ყავის მოკრეფაში პერსონახევარს უხდიდნენ, რაც 9 ცენტის ექვივალენტია. ბავშვები გვატემალას მოქალაქეები არიან. ისინი მექსიკაში სამუშაოდ უკიდურესმა გაჭირვებამ ჩაიყვანა.