მასობრივი არეულობები საბერძნეთში. ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ათენში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მანიფესტანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.