ისლამისტები რუსეთს ემუქრებიან. მორიგი ვიდეომიმართვა ისლამური სახელმწიფოს მედიაგანყოფილებამ “ალ ჰაიატ მედია ცენტრმა” გვიან ღამით გამოაქვეყნა. როგორც ისლამისტთა მიმართვაშია ნათქვამი, რუსეთში მალე ზღვა სისხლი დაიღვრება. ტერორისტები კრემლის აღებისა და კავკასიის დაბრუნების პირობასაც დებენ.