რუსულ სამგზავრო თვითმფრინავში, რომელმაც ეგვიპტეში კატასტროფა განიცადა, ტაიმერი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ ტელეკომპანია “ფოქს ნიუსი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტაიმერი თვითმფრინავში სავარაუდოდ აფრენამდე 2 საათით ადრე, საწვავის ავზთან დაამონტაჟეს. ეარბასი შერმ-აშ-შეიხში 31 ოქტომბერს ჩამოვარდა, რასაც 224 ადამიანი ემსხვერპლა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი, წინასწარი ვერსიით, ტერაქტი გახდა.