გლაზგოს ერთ-ერთ კინოთეატრში ფილმ „გზავნილის“ ჩვენება აიკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კინოთეატრის მფლობელებმა აფიშებიდან ფილმის ამოღების მოთხოვნით პეტიცია მიიღო. პეტიციას არამხოლოდ შოტლანდიის მცხოვრებლები, არამედ საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და ნიგერიის მოქალაქეებიც აწერენ ხელს. „მუჰამედი-ღვთის გზავნილი“ ეკრანებზე პირველად 1976 წელს გამოვიდა. ფილმის გადაღებაში ლიბანი, ლიბია, ქუვეითი, მაროკო და ბრიტანეთი იყო ჩართული. სურათი სირიული წარმოშობის ამერიკელმა რეჟისორმა მუსტაფა აკადმა გადაიღო.