უკრაინელი ნაციონალისტი დიმიტრი იაროში „მემარჯვენე სექტორის“ მეთაურის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსეი ფეისბუკში წერს. „ჩემი და იმ ხალხის შეხედულებები, რომლებიც მემარჯვენე სექტორს იმ პერიოდში მართავდნენ, როდესაც დაჭრილი ვიყავი, ერთმანეთს არ ეთხვევა. ამიტომ, ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ვტოვებ, მაგრამ ყოველთვის ნაციონალისტად და რევოლუციონერად დავრჩები,“-წერს იაროში.