სირიაში სახელისუფლო ძალებსა და ისლამისტებს შორის შეტაკებები გრძელდება. ასადის მომხრე ფორმირებებმა ისლამური სახელმწიფოს პოზიციები ალეპოში შეავიწროვეს. მათ კვეირასის ავიაბაზა დაიკავეს, რომელიც ისლამისტებს 2 წლის განმავლობაში ბლოკირებული ჰქონდათ. ოფიციალური დამასკოს მონაცემებით, ისლამისტებმა შეტაკებისას ათობით მებრძოლი დაკარგეს.