96 წლის ასაკში გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ შმიდტი გარდაიცვალა. ექსკანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
მას ჯანმრთელობის პრობლემები სექტემბერშიც ჰქონდა.
ჰელმუტ შმიდტი გერმანიის მეხუთე ფედერალური კანცლერი იყო. მას ეს თანამდებობა 1974-1982 წლებში ეკავა.
შმიდტმა თანამდებობაზე ვილი ბრანდტი შეცვალა, რომელსაც გადადგომამ მოუწია. ბრანდტის ერთ-ერთი თანაშემწე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მზვერავი აღმოჩნდა.
ჰელმუტ შმიდტი იყო ჰელსინკის შეთანხმების ერთ-ერთი ინიციატორი.
შმიტის შემდეგ გერმანიის კანცლერის პოსტი ჰელმუტ კოლმა დაიკავა.