ტაჯიკმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო ოფიცერი დააკავეს. მას ბრალად ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ედება. ივან შერბაკოვი დუშანბეში საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა. წინასწარი ვერსიით, მან ტაჯიკი გოგონა თავითან სახლში მიიწვია და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მოკლა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.