ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი ანიმაციურ გმირს გაახმოვანებს. კონან დოილის ადაპტირებულ პერსონაჟს შერლოკ გნომსი ჰქვია. მულტფილმს სტუდია Paramount იღებს. ის 2011 წელს დაწყებული წარმატებული პროექტის, „გნომეო და ჯულიეტას“ გაგრძელება იქნება. ახალ სერიაში შერლოკ გნომსი გნომეოს და ჯულიეტას ლონდონის ბაღიდან გნომების გაუჩინარების გამოძიებაში ეხმარება.