ესპანელი ექიმი, რომელიც 20 წლის განმავლობაში დაკარგული ეგონათ, იტალიურ ტოსკანაში ტყეში იპოვეს. 47 წლის კარლოს სანჩეს ორტიზ დე სლაზარი სოკოს შესაგროვებლად წასულმა ტოსკანელებმა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გრძელი წვერითა და გამურული სახით ის ნამდვილ ტყის კაცს ჰგავდა. მის ცივილურობაში ტოსკანელები მას შემდეგ დარწმუნდნენ, რაც „ტყის კაცმა“ მათ პასპორტი უჩვენა და განუმარტა, რომ 1997 წლის შემდეგ ტყეში ცხოვრობდა. ექიმი სევილიიდან 1995 წელს გაიქცა და ტოსკანის ტყეს შეაფარა თავი, რაც ძლიერი დეპრესიის გამო გააკეთა. 14 წლის შემდეგ ის გარდაცვლილად გამოაცხადეს.