რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის КВН-ის გუნდი დაასაჩუქრა. მხიარულები და საზრიანები რესპუბლიკის ლიდერმა სამთავრობო პოსტებზე დანიშნა, რამდენიმე მათგანი კი პარლამენტში მოხვდა. „КВН-ის 11-მა ვეტერანმა საპასუხისმგებლო პოსტები მიიღო ჩეჩნეთის მთავრობასა და პარლამენტში. იმედი მაქვს, ისინი ადაპტაციას სწრაფად გაივლიან. მინდა მათ წარმატება ვუსურვო,“-წერს კადიროვი სოციალურ ქსელ Вконтакте-ში.