საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტო მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაციის რეკომენდაციას აძლევს. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის სისტემატიური მიღება გახდა. იმ შემთხვევაში, თუ IAAF რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რუსი მძლეოსნები 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.