უკრაინის იუსტიციის ყოფილი მინისტრი თავდებით გაათავისუფლეს. ელენა ლუკაშმა გირაოს სახით 227 ათასი დოლარი გადაიხადა. ამასთან, განსასჯელს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აეკრძალა. პირადობის მოწმობა და საზღვარგარეთის პასპორტი მას პროკურატურაში დაატოვებინეს. ყოფილ მინისტრს სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებენ.