რუსეთი ირანს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას С-300-ს მიაწვდის. შესაბამისი კონტრაქტის ძალაში შესვლის შესახებ განცხადება კორპორაცია „როსტეხ“-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა გააკეთა.
„კონტრაქტი მხარეებს შორის არა მხოლოდ გაფორმდა, არამედ ძალაშიც შევიდა“, -
განაცხადა ჩემეზოვმა.
მან ჟურნალისტებთან არ დააზუსტა საზენიტო სისტემის რომელ მოდიფიკაციას მიიღებს ირანი.
ამ განცხადებამდე რუსული მხარე ირწმუნებოდა, რომ ირანისთვის საზენიტო სისტემის მიწოდებას მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ შეძლებდა.