უკრაინის ხელისუფლებამ ეკონომიკის სტაბილიზება შეძლო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა აღარც რუსულ გაზზეა დამოკიდებული. „ჩვენ შევძელით დეფოლტის თავიდან აცილება, ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება, თავი დავაღწიეთ ოლიგარქთა გავლენას და რუსულ გაზზე დამოკიდებულებას. ბოლო 2 წელიწადში ჩავატარეთ 3 დემოკრატიული არჩევნები. ძალიან ვამაყობთ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობით. ასევე, თავიდან შევქმენით უკრაინის არმია და დავიწყეთ სახელმწიფო სამსახურის რეფორმირება,“-აღნიშნა იაცენიუკმა.