რუსეთმა „შარლი ებდოს“ შესაძლოა სანქციები დაუწესოს. შესაბამისი ინიციატივით საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნისტთა ფრაქციის დეპუტატმა ვადილ სოლოვიოვმა მიმართა. ამის მიზეზი კი ფრაბგულ სატირულ ჟურნალში გამოქვეყნებული კარიკატურები გახდა, რომელიც ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის თემას ეხებოდა. რუსი დეპუტატი ჟურნალის რედაქციას ამორალურ ქმედებებში ადანაშაულებს და „შარლი ებდოს“ თანამშრომლებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.