ბირმაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 16 საათზე დაიხურა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესში სერიოზული დარღვევები ვერ გამოავლინეს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში “ნაციონალური ლიგა” გაიმარჯვებს, ბირმაში შესაძლოა 53 წლიანი სამხედრო მმართველობა დასრულდეს.