ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით კი “დემოკრატიულმა კავშირმა” ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 151-დან 60 მანდატს მიიღებს. მმართველი სოციალისტური პარტია 55 მანდატს დასჯერდება, მესამე პოზიციაზე კი პარტია “ხიდია,” რომელიც პარლამენტში 19 კაციანი სიით შევა. დემოკრატები არჩევნებში გამარჯვებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ.