დრამატული ინციდენტი კალიფორნიაში. შეიარაღებული ახალგაზრდა პოლიციის ოფიცრის ბრძანებას არ დაემორჩილა და მანქანა არ გააჩერა, რის შემდეგაც მას პოლიციის მანქანები დაედევნა. ახალგაზრდამ მათ ცეცხლი გაუხსნა. დევნა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა. საბოლოოდ მანქანას გზა პოლიციის დაჯავშნულმა ჯიპებმა გადაუკეტეს და მის ბლოკირება მოახდინეს. ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა.